უცხოეთი
საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. შეთანხმების პროექტი განსაზღვრავს მუშაკთა ძირითად კატეგორიებს, რომელთა ხელფასების ზრდაც რფ-ის სახსრების ხარჯზე მოხდება. ამასთან, აფხაზეთის მხარემ ერთი თვის ვადაში უნდა დაამტკიცოს შესაბამისი სია. შეთანხმების რეალიზაციის შედეგად ხელფასი გაეზრდება სახელმწიფო დაწესებულებების 9 ათასზე მეტ მუშაკს.
მინისტრთა კაბინეტი ასევე განიხილავს რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების ხელმოწერის საკითხს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები რფ-ის მოქალაქეთა პენსიებით უზრუნველყოფის თაობაზე.