სამართალი
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს

samart-1საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. პარტია თავისუფალი დემოკრატების განცხადება: „პარტია თავისუფალი დემოკრატების ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ თანდათან გამოიკვეთა აშკარა შეუსაბამობა პარტიის სტრატეგიასა და თბილისის საკრებულოში ფრაქციათავისუფალი დმეოკრატებისსაქმიანობას შორის. ფრაქციის წევრებს პარტიაში არაერთხელ მკაფიოდ განემარტათ წარმოქმნილი განსხვავებების პრინციპული მნიშვნელობა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, შეძლებდნენ თუ არა პარტიასთან ერთად მკაფიო და თანმიმდევრული ოპოზიციური პოლიტიკის გატარებასხელისუფლებაში მყოფი კოალიციის მიმართ.

სამწუხაროდ, ისინი მზად არ აღმოჩდნენ ხელისუფლების რეალურიოპონირებისათვის. ამგვარად, მათი არჩევანის შესაბამისად, ისინი დღეიდან აღარ არიან პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები და ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის საკრებულოში წყვეტს საქმიანობას“.