საზოგადოება
ზაზა გოროზიას ადმინისტრაციას დაფინანსება გაეზრდება

finanseსამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ადმინისტრაციას დაფინანსება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტითაც გაეზარდა. აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწუნებულის ადმინისტრაციის დაფინანსება მომავალ წელს 1 205. 0 ათასი ლარი იქნება. ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტში, აღნიშნული ადმინისტრაციის დაფინანსება 1, 115.0 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, შემდეგ გადამუშავებულ ვარიანტში ეს ციფრი 1, 140.0 ათას ლარამდე გაიზარდა, მაშინ, როცა სხვა ყველა გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსება უცვლელი რჩებოდა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში კი ზაზა გოროზიას დაფინანსება ისევ გაეზარდა და 1 205. 0 ათას ლარს მიაღწია. საბოლოო ვარიანტში, ქვემო ქართლის გუბერნატორების გარდა, ყველა მათგანს იგივე დაფინანსება რჩება, რაც პირვანდელ ვარიანტში იყო. ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის დაფინანსება 835.0 ათასი ლარიდან 895 ათას ლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზოგადად, მიმდინარე წელს, თითქმის ყველა ადმინისტრაციას მილიონიანი დაფინანსება აქვს, მომავალ წელს კი მილიონიანი დაფინანება მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ექნება.