პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „თუკი თავდაცვის მინისტრს სჭირდება, მზად ვარ დღესვე მივიდე თავდაცვის სამინისტროში და ვუთხრა, თუ რა აქვს გასაკეთებელი"

ira-polit-3საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი თავდაცვის მინისტრთან შესახვედრად მზადაა. მისი თქმით, შეხვედრის შემთხვევაში დეტალურად აუხსნის თუ რა აქვს გასაკეთებელი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას.

"თუკი მას სურვილი ექნება, შემიძლია დღესვე აქედანვე წავიდე და ავუხსნა, რეალურად რა აქვს გასაკეთებელი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და რაში დასჭირდება მას მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. თავდაცვა ჩვენი პარტიისთვის არის პოლიტიკაზე მაღლა. ძალიან სამწუხაროა, რომ მან შეხვედრის თაობაზე განცხადება გააკეთა მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან აეცილებინა ღია ეთერში ჩვენი საუბარი. თუკი მას რაიმე მოსაზრება სჭირდება, მზად ვარ დღესვე წავიდე, მივიდე თავდაცვის სამინისტროში, შევხვდე და ვუთხრა, თუ რა აქვს გასაკეთებელი... ადრე რომ მიეღო გადაწყვეტილება ასეთ შეხვედრაზე, დარწმუნებული ვარ, ამდენი შეცდომა არ იქნებოდა დაშვებული თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან", -  განაცხადა ალასანიამ.