სამართალი
სააკაშვილი ბაქოში გაფრინდება, სადაც მონაწილეობას მიიღებს „ღია საზოგადოებების“ მესამე გლობალურ ფორუმში - საქინფორმი ურჩევს საქართველო მთავრობას, სასწრაფოდ მიმართოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს მისი ექსტრადიციის მოთხოვნით

ekstrad-samart-1საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ზემოაღნიშნული ფორუმი ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრისა და მადრიდის კლუბის მიერ არის ორგანიზებული. ინფორმაციის თანახმად, ფორუმში მონაწილებას მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების 200-მდე ყოფილი ლიდერი. ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები 55 ქვეყნიდან, რომლებიც ნიზამი განჯელის ცენტრის წევრები არიან. მათ შორის არიან ლატვიის ექსპრეზიდენტი ვაირა ვიკე - ფაიერგა, სერბეთის ექსპრეზიდენტი ბორის ტადიჩი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, ასევე რუმინეთისა და ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტები - ემილ კონტანსტინოვსკუ და პეტრე სტოიანოვი.

და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი: ადვილად შესამჩნევია, რომ ჯორჯ სოროსის მიერ მტელ მსოფლიოში შექმნილი „ღია საზოგადოებების“ ფორუმის სტუმრებისა და მონაწილეების შემადგენლობა საგანგებოდ შეირჩა ანტირუსი პოლიტიკოსებისა და რუსოფობების კატეგორიიდამ, რომელთა საყოველთაოდ აღიარებულ კერპსა და ლიდერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წარმოადგენს, დღეს რომ ოთხი სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ძებნაშია გამოცხადებული.

საქინფორმი ურჩევს საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს - ხელიდან არ გაუშვას ეს შესაძლებლობა და სასწრაფოდ მიმართოს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მისი საქართველოში ექსტრადიციის თხოვნით!