პოლიტიკა
საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაში საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი “Global Alliance for Health and Social Compact” დაეხმარება

efekt-polit-1საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ჯანდაცვის ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. ჯგუფის მუშაობის ამოცანებზე საქართველოს მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ჯგუფის კოორდინატორმა, ჟან ლი მალკინმა მიაწოდა. მისი განმარტებით, შეიქმნება ჯანდაცვის თვისობრივად ახალი, ინოვაციური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას; სამედიცინო და ფარმაკოლოგიური პროდუქტების თანამედროვე, ეფექტური მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბებას და ხარისხის კონტროლს; ადგილობრივ დონეზე სამკურნალო დაწესებულებების ქსელის ორგანიზებას, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება პაციენტებთან და მათ ოპტიმალურ სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს; მოსახლეობისთვის მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სფეროს ტექნოლოგიებზე ფართო ხელმისაწვდომობას; ასევე, ჯანდაცვის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას.

ცნობისთვის: 2014 წელს სახელმწიფოს მიერ საყოველთაო პროგრამისთვის 340 მილიონამდე იყო გამოყოფილი, ხოლო 2015 წელს ეს თანხა 470 მილიონს შეადგენს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ დღეს სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი ადამიანია. პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობას ენიჭება.

შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.