პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: “ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში ამდენი ნიჭიერი მოსწავლეა და ისინი არათუ ტოლს არ უდებენ ევროპელ თანატოლებს, არამედ, საქართველომ EUROMATH-ის კონკურსზე ყველაზე მეტი საპრიზო ადგილი მოიპოვა ჯამურად!”

eurom-polit-2საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის მოსწავლეთა მათემატიკური კონფერენ­ციის  - EUROMATH 2015 -ის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა EUROMATH 2015 -ის  ფინალში მონაწილე­ 12 მოსწავლეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„მათემატიკური დარგები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში.  ეს დარგები მთავრობის მიერ გამოცხადებულ პრიორიტეტებს წარმოადგენს. დიდი ყურადღება მიექცევა მათემატიკურ-საინჟინრო დარგების, ფიზიკის, ქიმიის, კომპიუტერული მეცნიეებებისა და სხვა დარგების განვითარებას სამეცნიერო დონეზე, სამეცნიერო ინოვაციების წახალისებას.  აუცილებელია ამ დარგებში კვალიფიციური კადრების მომზადება და ამითვის საჭიროა   მოსწავლეთა ადრეულ ასაკშივე დაინტერესება შესაბამისი დისციპლინებით. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია EUROMATH-ის მსგავსი პროექტები და სასიხარულოა რომ მოდიან ახალგაზრდები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მომავლის განვითარებაში“, –აღნიშნა პრემიერმა.