პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: „ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები ზეგავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოზე, რომელშიც გვიწევს ცხოვრება“

jan-polit-3საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ესაა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან.

"საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე გავლენა ასევე მოახდინა .. ხელშეკრულებებმა რუსეთსა და აფხაზეთს და რუსეთსა და .. სამხრეთ ოსეთს შორის. ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი და რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის გაგრძელების აშკარა ნიშანი, რაც ბუნებრივია, ახდენს სერიოზულ ზეგავლენას იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელშიც გვიწვეს და ცხოვრება და საქმიანობა", - განაცხადა ჯანელიძემ.

ამ ფონზე ოფიციალური მოსკოვის და დასავლური სამყაროს მზარდი დაპირისპირებით კიდევ უფრო ახალი რეალობების წინაშე დავდექით, რაც თავისთავად ზეგავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოზე", - დასძინა ჯანელიძემ.