სამართალი
გომელაური: „ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები არასწორი ბრძანების შესრულებას შეეწირნენ“

kort-samart-2საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ შს მნისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის გუშინდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.

"ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან სპეცდანიშნულების დანაყოფის წევრები და მიიღეს არასწორი ბრძანება",- აღნიშნა გომელაურმა.

კითხვაზე, სპეცრაზმელს აქვს თუ არა უფლება, შეაფასოს ბრძანების კანონიერება, გომელაურმა განმარტა, რომ კანონი ავალებს, რომ უკანონო ბრძანება არ უნდა შეასრულონ.

"თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ მე 10 წელი ვიმსახურე მანდ. რა თქმა უნდა, რომ მიბრძანოს ხელმძღვანელობამ: მოკალი ეს ბავშვი, დაცხრილე, მე არ უნდა დამეცხრილა. ეს არ უნდა შეასრულო", - განაცხადა გომელაურმა.