სამართალი
გომელაური: „მოსმენები შსს-ს ეკუთვნის და თუ მას არ არ ექნება გასაღები, მაშინ სად უნდა იყოს?"

kay-samart-3საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების სამინისტროდან გატანა ბევრ პრობლემას წარმოქმნის. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შეტანის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, მას არ ესმის შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, სხვაგან სად შეიძლება იყოს ე.წ. გასაღები.

"დაველოდოთ სასამართლოს პასუხს, თუმცა მოსმენები შსს-ს ეკუთვნის და თუ მას არ არ ექნება, მაშინ სად უნდა იყოს გასაღები? ეს ძალიან ბევრ პრობლემას წარმოქმნის, მითუმეტეს, როცა არის საქმეები, რომლებიც სწრაფად გადაწყვეტას საჭიროებას. მაგალითისთვის, გაგახსენებთ ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვის გატაცების ფაქტს. თუ არ იქნება რაღაც ბერკეტები, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მუშაობა. ძალიან ბევრი თემა გაფუჭდება, მათ შორის ტერორიზმთან, ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. მე არ ვიცი ვის როგორ ესმის ეს საკითხი, მაგრამ რთულია როცა დამოკიდებული ვიქნებით 5-6 და 10 გასაღებზე", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.