საზოგადოება
ლეიბორისტული პარტიის სარჩელის განხილვა დღეს გაიმართება

sakonstit-sasamსაკონსტიტუციო სასამართლოში ლეიბორისტული პარტიის სარჩელის განხილვა დღეს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით გადახდის წესი გაასაჩივრა და მის გაუქმებას ითხოვს. სემეკის დადგენილებით, წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომხმარებელი თუ ვერ გადაიხდის ერთ-ერთი მომსახურების საფასურს, მაშინ სამივე სახის კომუნალური მომსახურება შეუწყდება. აღნიშნული დადგენილება ძალაში 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო, სავარაუდოდ, 1 თვით გადაიდო.