პოლიტიკა
საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსი, გენერალი კრისტოფ გომარი: „რუსეთს არასოდეს მოუმზადებია უკრაინაში სამხედრო შეჭრა!“

polit-1-analit-2საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ნატოს ცნობით, რუსები უკრაინაზე თავდასხმას ამზადებდნენ, თუმცა, ჩვენი მონაწცემებით, ეს ჰიპოთეზა არაფრით გამყარებული არ არის, - განაცხადა საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსმა, გენერალმა კრისტოფ გომარმა საფრანგეთის ნაციონალურ კრებაზე თავდაცვის საკითხების კომისიის დახურულ სხდომაზე: „რუსებს არ განუთავსებიათ არც სამეთაურო პუნქტები, არც საზურგე მხარდაჭერის ქვედანაყოფები, მათ შორის, საველე ჰოსპიტლები, რომლებიც მათ სამხედრო შეჭრის საშუალებას მისცემდა. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ მართალი ვიყავით... ნატოს ნამდვილი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ალიანსში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. უკრაინის მოვლენებმა მკაფიოდ უჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის სადაზვერვო მონაცემების შეკრების საკუთარი ქსელის ქონა“.

რფ-ის სახელმწიფო დუმაში ფრანგი გენერლის განცხადება დასავლეთის ანტირუსული ისტერიის ფონზე „ცივი შხაპის“ გადავლებას“ შეადარეს.