პოლიტიკა
პუტინი - წლის ადამიანი 2015: ამერიკული ჟურნალი „TIME“-ის ვერსიით რუსეთის პრეზიდენტი პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანია

polit-2-analit-3საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ამერიკული ჟურნალი „Time“-ის მკითხველებმა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პერსონების რეიტინგი შეადგინეს. მასში პირველი ადგილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკავია. პუტინს ხმა მისცა ჟურნალის საიტისა  და სოცქსელებში მისი წარმომადგენლობების მნახველთა 6.9%-მა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა პოლიტიკოსების პროცენტული მაჩვენებლები - ბარაქ ობამამ მე-11 ადგილი დაიკავა (1.4%), ანგელა მერკელმა - 25-ე (0.9%).

პირველ ათეულში მოხვდა დალაი-ლამა (მე-7 ადგილი), უფლებათადამცველი მალალა იუსუფზაი (მე-8), რომის პაპი (მე-10). შედეგების ნახვა შესაძლებელია Time-ის საიტზე.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ნოემბერში პუტინი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგის სათავეში მოექცა ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით.