პოლიტიკა
თენგიზ კიტოვანი: „როგორცკი საქართველოში ფეხს შემოდგამს, სააკაშვილი შუბლში ტყვიასმიიღებს! სიკვდილით დაისჯება, ამის პირობას გაძლევთ!”

polit-3საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა განაცხადა, რომ დაახლოებით რვა თვეა, საქართველოს მოქალაქედ აღარ ითვლება. მისი თქმით, ჯერ საქართველოს ექს - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არ შემოუშვა ქვეყანაში, ახლა კი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აიძულებს, საქართველოსგან მოშორებით იცხოვროს. „ჯერ სააკაშვილმა არ შემომიშვა ქვეყანაში, ახლა მარგველაშვილი მაიძულებს, ჩემი ქვეყნიდან მოშორებით ვიცხოვრო. ამას ნამდვილად არვიმსახურებდი! მეხომ ჩვეულებრივი მოქალაქე არ ვარ – თავდაცვის მინისტრი ვიყავი, შეიარაღებული ძალები საქართველოში ჩემიშექმნილია, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მაქვსშეტანილი. დღეს თუ არსებობსსაქართველო, როგორც სახელმწიფო დახელისუფლებაში მარგველაშვილ -ღარიბაშვილი სხედან, ეს ჩემიდამსახურებაცაა, თორემ გამსახურდიას ოჯახი მათამის უფლებას არმისცემდა”, – განაცხადა კიტოვანმა.

მისი თქმით, ქვეყნაში არსებული პრობლემები ამერიკული პოლიტიკის შედეგია. მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ეღირსება. „სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ეღირსება. როგორცკისაქართველოში ფეხს შემოდგამს, სააკაშვილი შუბლში ტყვიასმიიღებს.სიკვდილით დაისჯება, ამის პირობას გაძლევთ!”- განაცხადაკიტოვანმა.