რედაქტორისგან
„ნაციონალების რეაბილიტაცია“ - საქინფორმი

reab-pol-1-red-mtსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. ამ კვირის პროცესებს სხვა ვერაფერს უწოდებ, თუ არა „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის რეაბილიტიაციას, მის მთავარ შემსრულებლებთან ერთად.

მას შემდეგ, რაც ინტერპოლმა წითელი ცირკულარიდან ამოიღო იუსტიციის ექსმინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც საქართველოში „რუხი კარდინალი“, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა - „კარგი მენეჯერი“ უწოდეს, საქართველოში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ შორს აღარ არის ის დრო, როცა ციხიდან გამოვა მეორე კაცი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ასევე „კარგი მენეჯერი“ უწოდა - შს ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი. გუშინწინ თბილისში, ე. წ. მატროსოვის ციხესთან, სადაც მერაბიშვილი სასჯელს იხდის, „ნაცმოძღაობის“ მთელმა „ნაღებმა“ მერაბიშვილის დაბადების დღე ჰოლივუდის საუკეთესო ტრადიციებში - სალუტითა და ფოიერვერკით აღნიშნეს, რომლებიც ცაში შიგნით ცეცხლწაკიდებული წითელი ბურთებითა და მხურვალე სიტყვებით გაუშვეს, რაც არა მარტო მერაბიშვილის საკნიდან, არამედ ქალაქის გარედანაც ჩანდა. სააკაშვილმა კი მას თავის Facebook-გვერდზე მიულოცა:

გილოცავ დაბდღეს ვანო! ნუთუ უხერხულობას არ გვიქმნის ფაქტი, რომ ევროპის უდიდესი ქვეყანა (მხედველობაში ჰყავს უბედური უკრაინა, რომელიც აშშ განკარგულებით სააკაშვილისა და მის დანაშაულებრივ კლანს დასაგლეჯად მიუგდეს - საქინფორმი) ამხელა იმედებს ამყარებს რეფორმაზე, რომელიც მერაბიშვილის რეცეპტით კეთდება და მას კი ციხეში ალპობენ საკუთარ სამშობლოში“. (სააკაშვილს მხედველობაში აქვს შსს-ს რეფორმა, რომელიც ვანომ გაატარა საქართველოში, თუმცა „დაავიწყდა“ ასობით ათასი პატიმარი და წამებები ციხეში, ასობით დახვრეტილი ქუჩაში და ბიზნესმენებისგან უკანონოდ წართმეული ასობით მილიონი დოლარის ქონება, რაც მერაბიშვილმა და ადეიშვილმა რეფორმირებული შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციარული სისტემის, პროკურატურისა და სასამართლოს განუყრელ ნაწილად აქციეს!)

და ბოლო „გულისამაჩუყებელი“ ღონისძიება, რომლითაც „ნაციონალები“ სიმპათიის გამოწვევას ცდილობდნენ, იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის ექსმრჩეველი გელა ჩარკვიანის - სააკაშვილის ყოფილი ინგლისურის მასწავლებლის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ე. წ. „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“ გაიმართა. დახედეთ ფოტოებს: მათზე ნახავთ სააკშვილის კმაყოფაზე მყოფი ქალაქის გიჟს - ბაბუს, რომელიც კისრიდან აშშ-ის დროშას სიზმარშიც არ იხსნის; სააკაშვილის დედას - გიული ალასანიას, როგორც ყოველთვის - თავის რევოლუციურ-ალისფერ კოსტიუმში; კობა ხაბაზს მეტსახელად „ხაბოზი“ - მოიერიშე ახალგაზრდული ბრიგადის მეთაურს კრიმინალური სახელწოდებით  „თავისუფალი ზონა“; „თავისუფალი ზონის“ რიგითი წევრებს და, რა თქმა უნდა, შურიკას ორეულს „კავკასიელი ტყვე ქალიდან“ - პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ამჟამად კი ე. წ. „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ანდრო ბარნოვს, რომელიც, როგორც გუშინწინ საქინფორმი იუწყებოდა თავის საგანგებო განცხადებაში, საკვანძო როლს შეასრულებს საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის ორგანიზებაში. „სამაგიეროს მიზღვამდე საათები რჩება!“ - სწორედ ამას ნიშნავს საათიანი მაგიდა სააკაშვილის ჯამბაზურ ტახტთან ბიბლიოთეკაში...

reab-0 reab-1
reab-2 reab-3
reab-4 reab-5