სამართალი
ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე: „შალვა აბულაძე უდანაშაულოა და ჩვენ ამას დავამტკიცებთ... მასზე ზეწოლას მამუკა ხაზარაძის ხელქვეითები აწარმოებდნენ“

1-arCil-samart-3საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ორი პოლიციელის დაჭრისა და ორი პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული შალვა აბულაძის ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

„დაკავებისას ამოღებული მეორე იარაღი, რომლითაც პოლიციელთა მიმართ გასროლაა განხორციელებული, მას არ ჰქონია და არც ის იცის, დაკავებისას როგორ აღმოჩნდა ეს ამოღებული. ამ ტიპის - „გლოკის" სისტემის იარაღით პოლიციაა აღჭურვილი. რაც შეეხება მეორე იარაღს და ხელყუმბარას, ის ნამდვილად მისი იყო და თავის დაცვის მიზნით ფლობდა. ბორჯომში ჩატარებული ხმაურიანი აქციის შემდეგ ხაზარაძის წარმომადგენლებმა აბულაძის ჯერ მოსყიდვა სცადეს, შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ. მასზე ზეწოლას მამუკა ხაზარაძის ხელქვეითები და მისი აგენტები აწარმოებდნენ, მათ შორის ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი. ხაზარაძე ბორჯომის პოლიციასთან გარიგებაშია. რაც შეეხება დანაშაულს, გეტყვით, რომ ის ფიზიკურად არ იმყოფებოდა არცერთი დანაშაულის დროს არც ბორჯომში და არც თბილისში. შალვა აბულაძემკვლელი არ არის და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია",- განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ.