სამართალი
ნინო ბურჯანაძე: „ჩვენმა ხელისუფლებამ ისიც არ იცის, ადეიშვილს დევნილის სტატუსს რომელი ქვეყანა ანიჭებს!“
1-burjik-samart-3საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ადეიშვილის წითელი ცირკულარიდან ამოღებაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. ბურჯანაძის თქმით, მოქმედი ხელისუფლება ან მავნებელია, ან უგუნური, ანდა ორივე ერთად. მისივე თქმით, პროკურატურას ნორმალური დოკუმენტაცია რომ გადაეგზავნა ინტერპოლისთვის, ადეიშვილს ვერავინ მისცემდა დევნილის სტატუსს. ბურჯანაძე მისი მეუღლისთვის ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მიერ დევნილის სტატუსის მინიჭების ისტორიას იხსენებს და აცხადებს, რომ როდესაც ეს ამბავი იხილებოდა, სააკაშვილი იმ ქვეყანაში სპეც-რეისით ჩაფრინდა, პრეზიდენტს შეხვდა და სთხოვა, რომ ბადრი ბიწაძისთვის დევნილის სტატუსი არ მიენიჭებინა. აი ასე მუშაობენ სააკაშვილი და ნაციონალები. ჩვენმა ხელისუფლებამ კი ისიც არ იცის, ადეიშვილს დევნილის სტატუსს რომელი ქვეყანა ანიჭებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.