სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
1-granica-samart-2საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) მეორე სასაზღვრო სექტორის (კირნათი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ომერ ბ. და საქართველოს მოქალაქე ზაზა გ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.