სამართალი
საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს და ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჰუსეინ ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ჰეროინის შემცველი 400,696 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.