კურატორები: შს მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორს შეხვდა
საქართველო, 24 აპრილი,
საქინფორმი. შს მინისტრი
ვახტანგ გომელაური აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორ
ლესლი ვიგერს და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე
ნიკოლას ბერლინერს შეხვდა. მხარეებმა შსს-სა და INL-ს შორის არსებული თანამშრომლობა, განხორციელებული ერთობლივი პროექტები და მიღწეული პროგრესი განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შსს-ს ხელმძღვანელი პირები და INL-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან უკვე მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.