სამართალი
საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. აღნიშნული სტატისტიკა ასახავს საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.
2015 წლის იანვარ-მარტი
საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება
საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 8970 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4697 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.36%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა - 15.24%.
2015 წლის იანვარ-მარტი
შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით
შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 6218 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4072 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65.49%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17.65%.