სამართალი
საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა მეჯად გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, მერკვილაძის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 25,74 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.