სამართალი
საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. საუბარი ელჩის მიერ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს შეეხო.
გუშინწინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრს ელჩთან შეხვედრა, საკითხის შესწავლა და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, კანონის შესაბამისი ზომების გატარება დაავალა.