სამართალი
შსს-ს ორი თანამშრომელი გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს

daitxoves-samart-2საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს ორი თანამშრომელი, პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო მოხმარების ფაქტზე, სამსახურიდან დაითხოვეს.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 1-ლი სამმართველოს 1-ლი განყოფილების 1-ლი ქვეგანყოფილების დაცვის თანამშრომელი გ.მ. დააკავეს, რომლისგან ამოღებულია 2 შეკვრა 0,83 გრ ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, აღნიშნულ პირს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ გ. მ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარით დააჯარიმა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შსს-ს პოლიციის აკადემიის მსმენელი - ი. რ. დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ ი.რ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარით დააჯარიმა.