სამართალი
შსს-ქრთამის აღების ფაქტზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა

axalk-samart-3საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი არუთუნ ირიციანი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არუთუნ ირიციანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, შესაბამისი სამშენებლო ნებართვის გაცემამდე, მოქალაქეს უფლება მისცა სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე, რის ნაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო 1200 აშშ დოლარი. სამართალდამცველებმა არუთუნ ირიციანი ბრალდებულის სახით დააკავეს.