სამართალი
ლევან იზორია: კანონპროექტს ახლო მომავალში განიხილავს მთავრობა, ამის შემდეგ კი მას პარლამენტი დაამტკიცებს

izoria-samart-1საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. შსს-ს რეფორმირების კონცეფციის პროექტი მზად არის. სამინისტროს რეფორმირების უწყებათშორისი კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ კონცეფციის პროექტი გააცნეს.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. მზად ვართ შევხვდეთ და მოვუსმინოთ ექსპერტებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და გავიზიაროთ მათი მოსაზრებები”, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.

„ჩვენ ვახორციელებთ  წინასაარჩევნო დანაპირებს,რომელიც დაკავშირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ უწყებად გაყოფასთან ... იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.  ის კანონპროექტები, რომლებიც თვეების განმავლობაში მზადდებოდა, გავაცანით არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მოვისმინეთ მათი წინადადები და შენიშვნები, რაც მაქსიმალურად იქნება ასევე გათვალისწინებული და ასახული ამ პროექტში“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ.