პოლიტიკა
პრემიერ ღარიბაშვილს სომეხი კოლეგა ჰოვიკ აბრაჰამიანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვისა და სომხეთის პარლამენტის სპიკერი გალუსტ სააკიანის შეხვედრის შესახებ ესაუბრა

1kolega-polit-3საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სატელეფონო საუბრისას განუმარტა, ანატოლი ბიბილოვი ყარაბაღში არასამუშაო დღეს, კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და გალუსტ სააკიანთან პირადი  ხასიათის არაფორმალური  კომუნიკაცია შედგა.  შეხვედრაზე საქმიანი თემები, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები,  განხილული არ ყოფილა.

ჰოვიკ აბრაჰამიანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ხაზი გაუსვა საქართველოსადმი სომხეთის კეთილმეზობლურ და მეგობრულ დამოკიდებულებას.