პოლიტიკა
საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ფორუმმა მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაასრულა

1asocirebuli-polit-2-analitსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. სამი ასოცირებული ქვეყნის: უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს შორის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია ფოკუსირებული იქნება ამ ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებთან.

სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ყოველწლიურ შეხვედრებს გამართავენ, სადაც პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე იმსჯელებენ. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და საერთო პოლიტიკისა და პოზიციის კოორდინაციის მიზნით, კომიტეტების წევრებისგან დაკომპლექტება საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოახდენენ ერთობლივ კოორდინაციას ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის დროს არსებულ გამოწვევებზე, ასევე, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების საკითხებზე.