პოლიტიკა
პრემიერმა ღარიბაშვილმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციას, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის წევრ ჯო უილსონის ხელმძღვანელობით, სამუშაო სადილზე უმასპინძლა
1-obed-polit-3საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საუბრის მთავარი თემა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  სამუშაო სადილზე მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების უდიდეს მნიშვნელობას.