პოლიტიკა
შს მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

1-pamyat-polit-1საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

მინისტრმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცა. „მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს ვეტერანებს - ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი, ვუსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე. ცოტა დარჩნენ ძალიან, ბევრი დაღუპულია და მათ სულებს პატივი მივაგეთ ბატონმა პრემიერმა და მთავრობის და პარლამენტის წევრებმა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.