აქტუალური
ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner 2015) გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა

1-aerod-aqt-3-mtსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. სწავლებაში მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. აშშ-ის ევროპული სარდლობის შეფასებისა და ანალიზის დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა მარკ ლოებენმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინელმა სამხედროებს ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ერთობლივი სწავლების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ღირსეული პარტნიორი საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ბატალიონის დონის სწავლება სამ ფაზად განხორციელდება. სწავლებაში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი.

სწავლებაში გამოყენებული იქნება ქვეითთა საბრძოლო მანქანები ქსმ-2“. წვრთნებში ჩართულია ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და რამდენიმე ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანა.

1-aerod-aqt-3-1 1-aerod-aqt-3-2