პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა
1-kapchan-polit-1საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. მხარეებმა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემებს, ყურადღება გამახვილდა რიგის სამიტისთვის მზადების პროცესზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქართულ–ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება - „ღირსეული პარტნიორი“ ორ ქვეყანას შორის მტკიცე სამხედრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის.