პოლიტიკა
„ღირსეული პარტნიორი“ - ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა

1-partner-pol-2-mtსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. „ჩვენი შეიარაღებული ძალები ალიანსის წევრი ქვეყნების სამშვიდობო ძალებთან ერთად იბრძვიან მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებისა და მშვიდობის დამყარებისთვის. მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აძლიერებენ ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ევროპულ სარდლობასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ სამხედრო სწავლება - ,,ღირსეული პარტნიორი“ პირველად ტარდება და ამერიკასა და საქართველოს შორის მტკიცე სამხედრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სწავლება არ არის მიმართული რაიმე კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ. ეს სწავლება მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს კრიზისების ოპერაციების მხარდაჭერა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ღირსეული პარტნიორი“, რომელიც საველე სწავლებასა და საბრძოლო სროლებს მოიცავს, ვაზიანში 11-25 მაისს ჩატარდება. სწავლებაში 600-მდე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

1-partner-polit-2-1 1-partner-polit-2-2