პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „სექტემბერში ვგეგმავთ მაღალი დონის ვიზიტს ჩინეთში“

1-gruz-polit-2საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილმა  აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება.„ჩინეთის მხრიდან ეს არის დახმარება და საჩუქარი ქართველი ხალხისადმი 253 ერთეული სხვადასხვა ტექნიკა, ჯამში 11 მილიონი დოლარამდე ღირებულების, სრულიად უფასოდ. ამას გამოიყენებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ რეგიონებში“,– განმარტა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა თანამშრომლობა ჩინეთთან სხვადასხვა მიმართულებით.

გასულ თვეს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ჩინეთის  პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ახალი კონცეფციის განვითარების თაობაზე. ეს არის ახალი აბრეშუმის გზის განვითარების იდეა თანამედროვე რეალობაში. ჩვენ ვართ ამ პროექტის მონაწილე ქვეყანა... რეალურად საქართველო გახდება ერთადერთი უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ მართლაც 15 დღემდე შეგვიძლია შევამციროთ ჩინეთის ტვირთების ტრანსპორტირება ევროპამდე და სწორედ ამიტომ გვჭირდება, რომ ის კორიდორი, რომელშიც ვიმყოფებით, გამოვიყენოთ მაქსიმალურად გონივრულად, რათა მეტი მნიშვნელობა შეიძინოს ჩვენმა ქვეყანამ. ეს ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, მეტ დაცულობას და მეტ ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყნებთან. ამ მიზნით ოქტომბერში ვატარებთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, სადაც უმაღლესი დონის ვიზიტორები გვეყოლება“,– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.