პოლიტიკა
ჩინეთის მთავრობამ საქართველოს, გრანტის სახით, 10 764 000 აშშ დოლარის ღირებულების 245 ერთეული თანამედროვე სპეცტექნიკა და ელექტრო-მექანიკური დანადგარი გადასცა

1-grant-polit-3საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. გადაცემის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ დავიწყეთ სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები. აღნიშნული სპეცტექნიკა კი საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვაწარმოოთ სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საფუძვლიანად მოწესრიგებას და განვითარებას. გარდა ამისა, ხელმოწერილია ჩინურ-ქართული თანამშრომლობის პროექტი - „ბოსტნეულის მოშენების ტექნოლოგია საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც 30-ზე მეტი სათბური აშენდება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს კვლავ ეძლევა საშუალება, გახდეს უმოკლესი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. „ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის ახალი იმპულსი, რომელიც ერთიან სავაჭრო სისტემაში აქცევს ქვეყნებს ევროპიდან ჩინეთამდე. აბრეშუმის გზა ახალ შესაძლებლობას უჩენს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ ევროპისა და აზიის ქვეყნებსაც“, - განაცხადა პრემიერმა.