პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მოლდოვას პრემიერ–მინისტრ კირილ გაბურიჩს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
1tele-polit-3საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. მხარეებმა საქართველოს მთავრობის მეთაურის დაგეგმილი ვიზიტის დეტალები განიხილეს და  ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად,  მოლდოვას ოფიციალური ვიზიტით ივნისის თვეში ეწვევა.