აქტუალური
800 ათასი ლარის ინვესტიცია და ახალი საწარმო - ჩაის გადამამუშავებელი „ნატურა თი კომპანი“ სოფელ გურიანთაში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა

1invest-aqtual-2საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საწარმო, რომლის მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო, ექსპლუატაციაში 5 მაისიდან შევიდა. პროექტის განსახორციელებლად, კომპანიის მფლობელმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აგროლიზინგის კომპონენტით  59 ათას 778 აშშ დოლარის სესხი აიღო,რომლითაც ჩაის გადამამუშავებელი დანადგარები შეიძინა. სესხის 12 %-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო იხდის, ხოლო 3%-ს - მეწარმე.

ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ ეხმარება სახელმწიფო ადგილობრივ წარმოებას. ქარხანაში მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ჩაი, რომელიც გადის ექსპორტზე. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას. უახლოეს მომავალში მთავრობა მეჩაიეობის განვითარების პროგრამას წარადგენს, რათა მაქსიმალურად დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა და აღდგეს ჩაის პლანტაციები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საწარმო 100 ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს, რომლისგანაც 25 ტონა პროდუქცია მიიღება. ნედლეულის 60%-ს მეწარმე ჩაის საკუთარი პლანტაციებიდან აიღებს, 40%-ს კი - მოსახლეობისგან.  ქარხანაში - 22, ხოლო ჩაის პლანტაციებში - 40-მდე ადგილობრივი დასაქმდება.