აქტუალური
1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ჩოხატაურში, - მშენებარე ქარხანას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა

1frukt-aqtual-3საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. პროექტს, 400 000 აშშ დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსებითა და 500 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ახორციელებს.

ხილის გადამამუშავებელი საწარმო ჩოხატაურში პირველია. მოსახლეობას წლების განმავლობაში არ შეეძლო ხილის რეალიზაცია და მოსავალი ლპებოდა. ეს საწარმო კი ხილს მოსახლეობისგან ჩაიბარებს და ჯემებს, მურაბებს აწარმოებს. პროდუქცია მოემსახურება, როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე გავა ექსპორტზე. სწორედ ეს არის მთავარი, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საწარმო ექსპლუატაციაში ივნისის ბოლოს შევა და სხვადასხვა ხილის ჯემებს, მურაბებსა და ტყემალს აწარმოებს. პირველ წელს 308 ტონა მზა პროდუქციის, ხოლო მეორე წელს - 462 ტონის წარმოება იგეგმება. ქარხანა ძირითადად ექსპორტზე იმუშავებს. საწარმოში 23 ადამიანი დასაქმდება.