აქტუალური
ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი” ფარგლებში, ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ბატალიონის დონის საველე ტაქტიკური წვრთნა გაიმართა

1maik-aqtual-2საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. სწავლებაში 300-მდე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ტაქტიკურ წვრთნას აშშ-ის 173-ე სადესანტო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მაიკლ ფოსტერი აკვირდებოდა.

იმიტირებული სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგე დასახლებულ პუნქტში გამაგრდა და აეროპორტი დაიკავა. ქართულ-ამერიკული ქვედანაყოფების მიზანი დასახლებულ პუნქტზე იერიშის მიტანა და მოწინააღმდეგისგან ტერიტორიისა და აეროპორტის გათავისუფლება იყო.

ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სწავლება 11 მაისს დაიწყო და 24 მაისს ოფიციალურად დაიხურება. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი.