პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12-13 ივნისს ბაქოში, ევროპული ოლიმპიადის გახსნას დაესწრება

1olimpiada-polit-1საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც მსხვილი აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარის“ ცენტრალური ოფისის გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა კომპანიის პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს რეგიონალური ოფისის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ „სოკარი“ უმნიშვნელოვანესი ინვესტორია.

„ჩვენთვის აზერბაიჯანი არის სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით აზერბაიჯანული კომპანების ინვესტიციებს საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.