პოლიტიკა
პრემიერმა ღარიბაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას პროექტით -„ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ დაინტერესებული ბიზნესმენების მხარდაჭერისკენ მოუწოდა

1region-polit-3საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. აჭარის რეგიონში დაგეგმილი პროექტები და ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და რაიონების გამგებლებმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

მთავრობის მეთაურმა ახალი სამთავრობო პროგრამის - ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაინტერესებული ბიზნესმენების მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტი რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას, შეჩერებული და მიტოვებული საწარმოების აღდგენა-ამუშავებას და რეგიონების მოსახლეობის დასაქმებას ემსახურება.