პოლიტიკა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედი მაკა ჩიჩუამ ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერის და მარგიტ ფიშერის პატივსაცემად სახელმწიფო სადილი გამართეს

1margvla-pol-3-mtსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა და ჰაინც ფიშერმა  ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ხალხთა  შორის მეგობრობაზე ისაუბრეს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში გაწეული მტკიცე მხარდაჭერისათვის. ავსტრია 2017 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება... იმედი მაქვს, რომ თქვენი ძალისხმევა ხელს შეუწყობს იმ კონსენსუსის მიღწევას, რამაც ევროპის კონტინენტი მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარების სივრცედ უნდა აქციოს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას... საქართველომ გამოიჩინა დიდი ძალისხმევა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების პირობების შესასრულებლად... ვიმედოვნებ, რომ რიგის 20-21 მაისის სამიტი ამას გაითვალისწინებს“,- განაცხადა, თავის მხრივ, ავსტრიის პრეზიდენტმა.

სახელმწიფო  სადილს საქართველოს და ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციებიც დაესწრნენ.

1margvla-pol-3-qv