აქტუალური
საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა რომელიც ეროვნული ბანკისათვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„...თუ ვინმეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელება უნდა - რატომ იწყებს ამას იმ სფეროდან, რომელსაც ამ ეტაპზე რეფორმები არ სჭირდება?.. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობა შეფასებულია ძალიან პოზიტიურად.
...მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება... პოლიტიკური თამაშები ეკონომიკაში არ შეიძლება; ეს ავნებს ეკონომიკას. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად აისახება ბიზნესგარემოზე, ზიანდება მსგავსი გადაწყვეტილებებით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ეროვნული ბანკისათვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა საპრეზიდენტო ინსტიტუტის, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციების შესუსტების მცდელობაა.