აქტუალური
„ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყანას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს“

aqtual-3საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას.

პრემიერი ვიზის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკური პროცედურები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას წარმოადგენს, რომლის ეფექტურ განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.