სამართალი
საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გია ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
ბრალდებულმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - ირა ფ-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.