აქტუალური
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოსამართლეებმა ომი გამოუცხადეს“
Gvenet-aqtual-3საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე, რომელიც მოსამართლეების, არასამთავრობო ორგანიზაციების და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრას ესწრებოდა, ჰყვება, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძემ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და მოსამართლეებს, ფაქტობრივად, დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გაგნიძის აზრით, კუბლაშვილისა და სააკაშვილის მოსამართლეებს ეშინიათ, რომ სასამართლოში განხორციელებული რეფორმების დროს მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. გაგნიძის თქმით, ნინო გვენეტაძეს გვერდით ჰყავს ადამიანები, რომლებიც რეფორმის გატარებაში დაეხმარებიან, თუმცა, გაბრაზებული მოსამართლეები ყველაფერზე წავლენ. გაგნიძის ვარაუდით, მოსამართლეებს კონკრეტული დავალება აქვთ მიღებული კუბლაშვილისა და მათი პატრონებისგან“ და როგორც შეუძლიათ ისე აფუჭებენ საქმეს.