აქტუალური
მაია ცქიტიშვილი: „დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონდა“

ckiti-aqtual-3-analit-2საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ „ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასების“ ანგარიშზე კომენტარები წარადგინა. ანგარიშის პრეზენტაციას სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი მინისტრების მოადგილეებთან ერთად დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მიიჩნევს, რომ არასამთავრობოების ანგარიშში ცალკეულ შემთხვევებში გამოთქმული მოსაზრებები სათანადოდ დასაბუთებული არ არის. „რაც შეეხება კოორდინაციის ნაკლებობას, ვფიქრობთ, რომ კოორდინირებულია მთავრობა, გამართულად მიდის მუშაობა. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ კიდევ უკეთესად იყოს ყველაფერი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში,ასეთ შენიშვნას არ ვიზიარებთ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ამასთანავე, მთავრობა დადებითად აფასებს არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას.

მთავრობის კომენტარები, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ანგარიშზე - ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასება“, ასახავს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს და ახალი ხელისუფლების საქმიანობის შეფასების ობიექტურ სურათს ქმნის.