აქტუალური
„მთავრობა მიესალმება კომპანია TAV Airports Holding-ის ინვესტიციებს საქართველოში და მასთან შეთანხმების განახლებული ვერსიის ხელმოწერას“
aqtual-1საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა TAV Airports Holding-ის პრეზიდენტ სანი შენერთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. მთავრობის ორწლიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, წამყვანი იურიდიული კომპანიების ჩართულობით, TAV Airports Holding-თან ხელი მოეწერა საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით შედგენილ ხელშეკრულებას, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სამუშაოები, რომელიც TAV Airports Holding-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა შეასრულოს. აეროპორტის ოპერირების ვადა კომპანიას 2027 წლამდე განესაზღვრა.