აქტუალური
საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განმარტებები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა:
„... ფორმალურად ის ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას მანამ სანამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო არ შეადგენს დასკვნას და არ მიმართავს პრეზიდენტ მარგველაშვილს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით. მე არ ჩავვარდებოდი ცაიტნოტში, რადგან სააკაშვილმა მოგვცა იმის ბერკეტი, რომ ახლა ბურთი ჩვენს მოედანზეა და ამ საკითხს გადავწყვეტთ მშვიდად, წყნარად... დაე ეკიდოს ეს საკითხი სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით",- განაცხადა თეა წულუკიანმა "იმედის კვირაში". „ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ტემპით იქნება მიღებული, რა ტემპითაც გადაწყდება. ეს შეიძლება მოხდეს ერთ კვირაში და შეიძლება ხვალ. სააკაშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ როცა გვინდა მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუნდაც დღესვე", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.