ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს
საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე გიორგი ლ. და ოთარ მ. დააკავეს.
გიორგი ლ-მ 550 ლარის სანაცვლოდ მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ,,ბერეტას'' მოდელის პისტოლეტი, რაც ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სროლისთვის ვარგისია. სამართალდამცველებმა ოთარ მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული საბრძოლო მასალა ამოიღეს.